ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასის“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხვალ ტრამპის სპეცწარმომადგენელი შეუერთდება

ოქტ 9, 2025 - 04:27
 5
ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასის“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხვალ ტრამპის სპეცწარმომადგენელი შეუერთდება

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხვალ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შეუერთდება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრზე ბადრ აბდელატიზე დაყრდნობით ავრცელებს ავრცელებს.

როგორც ეგვიპტის პირველმა დიპლომატმა გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს „ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ სტივ უიტკოფთან, რომელიც უახლოეს საათებში ეგვიპტეში ჩამოფრინდება“.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შარმ-ელ-შეიხში სტარტი გუშინ აიღო. მხარეები ტრამპის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილავენ, რომელიც ანკლავიდან ისრაელის ჯარის გაყვანას და დაჯგუფების მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებას გულისხმობს.