სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, საფრანგეთის ახალ პრემიერს, სავარაუდოდ, 48 საათში დანიშნავენ

სებასტიან ლეკორნუმ, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, განაცხადა, რომ მთავრობის ახალ მეთაურს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სავარაუდოდ, 48 საათში დანიშნავს.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
„შესაძლოა, ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში გვყავდეს“, - განაცხადა ლეკორნუმ და აღნიშნა, რომ მაკრონზეა დამოკიდებული, თუ ვის დაასახელებს ამ თანამდებობაზე.
„მემარცხენეებიდან პრემიერ-მინისტრის დანიშვნის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურზეა დამოკიდებული. საბოლოო მოლაპარაკებების წარმართვა მასზეა დამოკიდებული“,- თქვა ლეკორნუმ.