ჩეხეთში, გამარჯვებული პარტიის ლიდერი ბაბიში: დაივიწყეთ ყოველგვარი თანხა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ANO-ს ლიდერმა და, სავარაუდოდ, მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა დაადასტურა, რომ უკრაინას იარაღის შესაძენად ფულს არ გამოუყოფს.
„ჩვენ ჩვენი ბიუჯეტიდან უკრაინას ერთ კრონასაც არ მივცემთ“, - თქვა ბაბიშმა და აღნიშნა, რომ ჩეხეთს თავად არ ჰყოფნის ფული.
ბაბიშმა, რომელიც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2017-2021 წლებში უკვე იკავებდა, განაცხადა, რომ კიევი მილიარდობით დოლარის დახმარებას უკვე იღებს ევროკავშირისგან. მან აგრეთვე დასძინა, რომ ჩეხეთის სამხედრო საწარმოებს უკრაინაში იარაღის ექსპორტის კუთხით პრობლემა არ შეექმნებათ.
„ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს“, - თქვა ბაბიშმა.