“პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის, ვინ მანქანით, არც შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას“ - მეუფე საბა

Mar 30, 2026 - 12:16
 2
“პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის, ვინ მანქანით, არც შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას“ - მეუფე საბა

“პატ­რი­არ­ქო­ბა არ არის გარ­კვე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რო­ბა, ანუ თა­ნამ­დე­ბო­ბა. პატ­რი­არ­ქო­ბა არის ტვირ­თი, ჯვა­რი, ცხოვ­რე­ბის წესი“, - ამის შე­სა­ხებ სამ­ტრე­დი­ი­სა და ხო­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა საბა გი­გი­ბე­რი­ამ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი გან­მარ­ტე­ბით, დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ვინ უნდა იყოს მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი და არ იცი­ან, რო­გორ და რა თვი­სე­ბე­ბით ხდე­ბა პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვა.

„პატ­რი­არ­ქმა ერთხელ ბრძა­ნა: მე რაც შე­მეძ­ლო გა­ვა­კე­თე, აწი, სხვამ გა­ა­კე­თოს უკე­თე­სიო. ძნე­ლად მო­ვი­პო­ვებთ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თოს, ვიდ­რე პატ­რი­არ­ქმა გა­ა­კე­თა. მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე პატ­რი­არ­ქს ეყო­ფო­და. ამი­ტომ, და­ად­გი­ნა უფალ­მა ის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიბ­რძნით, ნი­ჭით და თვი­სე­ბე­ბით შემ­კუ­ლი თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე. ამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­და ეკ­ლე­სი­ის­გან, სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­გან და ბევ­რი სხვა სა­სი­კე­თო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გან­დგო­მილ ადა­მი­ა­ნე­ბის ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მო­საყ­ვა­ნად. პატ­რი­არ­ქს არა­ფე­რი უთხო­ვია ჩვენ­თვის ერთი რა­მის გარ­და და ეს ერთი რამ ნა­თე­ლი უნდა გახ­დეს თქვენ­თვი­საც და ყვე­ლას­თვის. დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ვინ უნდა იყოს მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი, რო­გო­რი უნდა იყოს ის და ა.შ. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, რო­გორ ხდე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვა, რა თვი­სე­ბე­ბით, რა ხა­რის­ხით და ასე შემ­დეგ. პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვა არ ხდე­ბა იმ პი­რო­ბე­ბით, ვინ ცხე­ნით და­დის და ვინ მან­ქა­ნით. არ ხდე­ბა იმ შე­და­რე­ბე­ბით, ვინ მე­ტად შე­ა­გი­ნებს რუ­სეთს, დამ­პყრო­ბელს და შე­ა­ქებს ევ­რო­პას, ან პი­რი­ქით. არ ხდე­ბა კი­დევ სხვა იმ სურ­ვი­ლე­ბით და მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, რო­მელ­საც დღეს ცოტა რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ მა­ინც ამ­ბო­ბენ. ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არ იცი­ან ადა­მი­ა­ნებ­მა - პირ­ვე­ლი ის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ზე­ცა­ში წყდე­ბა. თუ ქრის­ტი­ან­მა ადა­მი­ან­მა არ იცის, რომ უფა­ლი მე­ფობს და უფა­ლი გა­ნა­გებს ყვე­ლა­ფერს, მი­თუ­მე­ტეს, პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვა, მა­შინ მათ ამ თე­მა­ზე არ უნდა ისა­უბ­რონ. ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, რომ პატ­რი­არ­ქო­ბა არ არის გარ­კვე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რო­ბა, ანუ თა­ნამ­დე­ბო­ბა. პატ­რი­არ­ქო­ბა არის ტვირ­თი, ჯვა­რი, ცხოვ­რე­ბის წესი“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სა­ბამ.

მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქო­ბა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია.

„ეს არის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, რო­მელ­საც, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა ჰქონ­დეს ყვე­ლა ის ხა­სი­ა­თი და ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც უფალ­მა იესო ქრის­ტემ გა­მო­ავ­ლი­ნა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პატ­რი­არ­ქს მა­გა­ლი­თის უნა­რი უნდა ჰქონ­დეს, სიბ­რძნე, გა­ნათ­ლე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა, მოთ­მი­ნე­ბა, მორ­ჩი­ლე­ბა. პატ­რი­არ­ქმა თა­ვი­სი 50 წლი­ა­ნი პატ­რი­არ­ქო­ბის პე­რი­ოდ­ში ქარ­თველ ერს ეს ყვე­ლა­ფე­რი გვი­თხრა. მას არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია თა­ვი­სი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მი­აღ­წია ამ ყვე­ლა­ფერს. არას­დროს მი­უ­წე­რია თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბა თა­ვის თავ­ზე, ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და: „ეს ყვე­ლა­ფე­რი უფალ­მა გა­ა­კე­თა, უფალ­მა გა­მა­კე­თე­ბი­ნა, უფალ­მა შე­მაძ­ლე­ბი­ნა", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სა­ბამ.