რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ალასკაზე ტრამპისა და პუტინის სამიტის დროს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის გაჩენილი იმპულსი ამოიწურა

ოქტ 9, 2025 - 04:25
 2
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ალასკაზე ტრამპისა და პუტინის სამიტის დროს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის გაჩენილი იმპულსი ამოიწურა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აგვისტოში ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმული დადებითი იმპულსი ამოიწურა.

მისი განცხადებით, დადებითი პოტენციალი, რომელიც ტრამპი - პუტინის სამიტის შედეგად შეიქმნა, დიდწილად სამშვიდობო პროცესის მოწინააღმდეგეების მიერ იყო ნიველირებული.

როგორც რიაბკოვმა დასძინა, დესტრუქციულ პოლიტიკას ევროპული ქვეყნები ეწევიან.