ახალახანს ტრაგედია დატრიალდა ავარია თბილისში: დაღუპულია ქვეითი - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ოქტ 16, 2026 - 11:50
 73
ახალახანს ტრაგედია დატრიალდა ავარია თბილისში: დაღუპულია ქვეითი - რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ქვეითი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.