ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთისთვის ასიმეტრიულ პასუხს ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ვასილი მალიუკთან რუსეთისთვის ასიმეტრიული პასუხის მომზადების საკითხები განიხილა.
„დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვასილი მალიუკის კარგი მოხსენება მოვისმინე. მე სამსახურთან გარკვეული ოპერაციები შევათანხმე, კერძოდ, საუბარია რუსულ ომზე ასიმეტრიული პასუხის გაცემაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ოლექსანდრ სირსკისთანაც გამართა შეხვედრა.
„თითქმის ერთი საათი ჩვენ ვსაუბრობდით ფრონტის ყველა მიმართულებაზე, ჩვენი ბრიგადების მომზადებაზე, მათ აღჭურვილობაზე. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დობროპოლიეს კონტრშეტევით ოპერაციას დაეთმო. მისი დაწყებიდან დღემდე რუსებს დანაკარგის სახით 12 ათასი სამხედრო ჰყავთ, და ეს მხოლოდ პოკროვსკის მიდამოებსა და დობროპოლიეს რაიონებში“, - დასძინა ზელენსკიმ.