ეს რახდება?? „ნაპოვნია16 წლის მოზარდის ცხედარი ..“ - ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან, სად მოხდა ტრაგედია და რა გახდა მიზეზი? ვრცლად ნახეთ კომენტარებში👇
ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან 16 წლის მოზარდი, ალექსანდრე მამალაძე გადავარდა და დაიღუპა.
შემთხვევა 6 თებერვალს, საღამოს მოხდა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა. მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა.
ჯერჯერობით უცნობია, მოზარდი დაიღუპა ვარდნის შედეგად თუ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას, რომელიც ხიდის ქვეშ, მატარებლის ლიანდაგების თავზეა განთავსებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით