გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული გოგოს ვინაობა ცნობილია 🌐 ვრცლად იხილეთ კომენტარებში 👇
გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია. 25 წლის მარიამ გახოკიძეს ფოლად ალიევმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დანაშაული გარდაბნის ცენტრში მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას. დამატებითი დეტალები უცნობია.