"რა საშინელებაა! ერთადერთი შვილი ჰყავდათ" - ცნობილი ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში ავარიას ემსხვერპლა, ვრცელდება მძიმე ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში. დაღუპულია 19 წლის გუგალო კახიძე.
"აჭარის ტელევიზიის" ცნობით, ბიჭი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის განაპირას დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფებმა გამოიყვანეს.
ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
"შენ როგორ უნდა მოგინელოს ერთადეთი ბიჭი...
ბესო კახიძის და ხათო ხალვაშის ბიჭია... მათ სახლთან ახლოსაა ავარია მომხდარი.
ვაიმე, გუგალო ეს რა დილა გაგვითენე...
ჩემო თბილო ბიჭოო,გამიჩერდა გული!!!რა საშინელებაა!!
ერთადერთი შვილი ჰყავდათ ღმერთოო...
დედა რა საშინელებაა" - წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.