ხუთშაბათს 5 თებერვალს სურვილების ასრულების დღეამ ზოდიაქოს მხოლოდ ამ 3 ნიშანს ეხება ეს - მიხეილ ცაგარელი , 😱😱ხარ თუ არა სიაში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

Feb 5, 2026 - 00:16
 2.3k
ხუთშაბათს 5 თებერვალს სურვილების ასრულების დღეამ ზოდიაქოს მხოლოდ ამ 3  ნიშანს ეხება ეს - მიხეილ ცაგარელი , 😱😱ხარ თუ არა სიაში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს 5 თებერვალს - დღის ასტროლოგიური პროგნოზი.

ვერძი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება.

კურო

ეს დღე უახლოეს მომავალში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა, იმედები გაგიცრუოთ, რაც უდიდეს ტკივილს მოგაყენებთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, ეს საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის - სავარაუდოდ, მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ადამიანი გაიზრდება. თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებისგან. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით, რომელიც დადებითი ემოციებით აგავსებთ. თუ შეხვედრებს და საქმიან მოლაპარაკებებს გეგმავთ, ეცადეთ, ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ.

კირჩხიბი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემანს და მხიარულ წვეულებას უკავშირდება. განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნით არ დაკარგოთ მხედველობიდან. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ლომი

ზედმეტი თავდაჯერების და აჩქარების გამო, ამ დღეს ფინანსურ ზარალია მოსალოდნელი. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან, სანამ ყველა მიმდინარე საქმეს არ დაასრულებთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

ქალწული

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თავიდან აიცილოთ ჩხუბი საყვარელ ადამიანთან. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენს ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და შესაძლოა, დაშორების მიზეზიც კი გახდეს. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი მუშაობაა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. თქვენი მომხიბვლელობისა და პიროვნული თვისებების დამსახურებით, ამ დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ. მოსალოდნელია უფროსთან რთული საუბარი, რაც საბოლოოდ, პოზიციის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას, რადგან ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით და საკუთარი თავით აღფრთოვანებული დარჩებით.

მშვილდოსანი

საუკეთესო დღე არ არის უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, თუმცა ამ დღეს შეიძლება, პირადი ცხოვრების რომელიღაც მტკივნეული პრობლემის გადაჭრა შეძლოთ. გირჩევთ, ფინანსური პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

თხის რქა

ძლიერი ნებისყოფის დახმარებით უამრავი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. სამუშაო ისევ ბევრი გაქვთ, მაგრამ ის, როგორც არასდროს, გაღიზიანებთ და გღლით. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მერწყული

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ ყველაზე ერთგულმა და საიმედო ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ - შეცდომა მოკვდავთა წესია. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ უცხოეთიდან დახმარებას მიიღებთ, რაც ძალიან დროულია.

თევზები

ეცადეთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. სასურველია, მეტი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ და ნაკლები - ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გარკვევას. ამ დღის დევიზი ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი მუშაობაა.