ახალი გადაწყვეტილება მიიღეს, როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში ? – ვრცელდება ახალი თარიღები

Feb 3, 2026 - 11:48
 2.8k
ახალი გადაწყვეტილება მიიღეს, როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში ? – ვრცელდება ახალი თარიღები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეები დარჩა:

  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

2024-2025 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2025 წელს 15 ივნისი კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს, პარასკევს დასრულდება.