ვინ არის ილია თოფურიას ახალი რჩეული - ესპანური მედია მის ვინაობას ამხელს ფოტო პირველ კომენტარში 👇👇
ესპანური მედია და სოციალური ქსელები ნამდვილმა სენსაციამ მოიცვა: "გრემის" მფლობელი მომღერალი, მსოფლიო ვარსკვლავი როსალია და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, წარმოშობით ქართველი ილია თოფურია, შესაძლოა, იმაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, მათი ურთიერთობა უკვე გასცდა მეგობრობის ფარგლებს და შესაძლოა, სპორტსმენის ოჯახის დანგრევის მიზეზიც სწორედ ეს რომანი გახდა.ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ცნობილმა მომღერალმა ომარ მონტესმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მისი შვილის ნათლიები სწორედ როსალია და ილია თოფურია იქნებოდნენ. მაშინ ეს უბრალო მეგობრობად და კოლეგების პატივისცემად აღიქვეს, თუმცა დღეს ეს ფაქტი სულ სხვა მნიშვნელობას იძენს.
გამოცემა Informalia-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ეჭვები რეალობად აქცია. წყარო ამტკიცებს, რომ როსალია ამ შემოდგომაზე ილიას სახლში არაერთხელ შენიშნეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დეტალმა, რომლის მიხედვითაც მომღერალი სპორტსმე
ნის სახლში აბაზანის ხალათში ნახეს.