„რასაც დაასრულებ იქ აღარ უნდა მიბრუნდე…ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო“ - რას პასუხობს ნინი ქარსელაძე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დასმულ შეკითხვას?
მომღერალი ნინი ქარსელაძე, სოციალურ ქსელში "გამომწერების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ერთ-ერთი შეეხებოდა პირად ცხოვრებას, თუ როგორ გაუმკლავდა მომღერალი დაშორებას.
„მთავარი ერთი რამ არის, რასაც დაასრულებ იქ აღარ უნდა მიბრუნდე. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვთვლი, რომ შედარებით ადვილად გავიარე. ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერში პოზიტივი დაინახეთ. პატარა დეტალებით დაიწყეთ. გაკვეთილად მიიღეთ და ისწავლეთ, რაც მთავარია.
არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას და ვინც იმსახურებს არასოდეს მოგექცევათ ცუდად. ღმერთს ესმის ის საუბრები, რაც არ გესმით თქვენ და ამიტომაც გაშორებთ ასეთ ადამიანებს. როდესაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად მეორე გაიღება და წარმოუდგენლად კარგი“, – წერს ნინი ქარსელაძე.