სამგზავრო მატარებელი ძლიერი წვიმის შედეგად რელსებიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა, დაღუპულია 1 და დაშავებულია 37 ადამიანი. კადრები შემთხვევის ადგილიდან

Jan 21, 2026 - 15:36
 469
სამგზავრო მატარებელი ძლიერი წვიმის შედეგად რელსებიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა, დაღუპულია 1 და დაშავებულია 37 ადამიანი. კადრები შემთხვევის ადგილიდან

🔻 ბარსელონასთან ახლოს, Rodalies-ის სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგზე ჩამოვარდნილ შემაკავებელ კედელს შეეჯახა. დაღუპულია 1 და დაშავებულია 37 ადამიანი. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.

🔴 2 დღეში ესპანეთში ეს უკვე მეორე სარკინიგზო შემთხვევაა. 18 იანვარს ქვეყნის სამხრეთით, კორდობას პროვინციაში, მალაგადან მადრიდისკენ მიმავალი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ მატარებელს შეეჯახა. 39 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 152 დაშავდა

.წყარო