"მგონია, გული გამისკდება, ახლა არც მჯერა..." - ახალგაზრდა კაცი ავარიაში დაიღუპა, ვრცელდება ძალიან მძიმე კადრები

Jan 21, 2026 - 14:07
 686
"მგონია, გული გამისკდება, ახლა არც მჯერა..." - ახალგაზრდა კაცი ავარიაში დაიღუპა, ვრცელდება ძალიან მძიმე კადრები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჭანჭათის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ავარიაში დაიღუპა სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე ტარიელაძე.

"ჭანჭათის საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული- თორნიკე ტარიელაძე.

თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ, მათ მრავალი მოგონება აქვთ თორნიკესთან დაკავშირებით. ის იყო ძალიან გულთბილი, მუდამ მომღიმარი, დაუზარელი, შრომისმოყვარე.

თორნიკე დიდი სიყვარულით სარგებლობდა თანაკლასელებში, მასწავლებლებსა თუ სოფელში, სადაც მივიდოდა, ყველგან თავისი სითბო, სიკეთე და სიყვარული მიჰქონდა. ის ცხოვრებას ახლა იწყებდა, აწყობდა გეგმებს და ემზადებოდა ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ სიკვდილმა იგი ხელიდან გამოსტაცა ოჯახს-დედას, ძმას, ნათესავებსა და სოფელს...

რა ნუგეში ვუთხრათ გულდამწვარ დედას- ნათიას, რომელმაც აქეთ გადაგვიხადა მადლობა თორნიკეს კარგი აღზრდისთვის. ვერცერთი სიტყვა ვერ იქნება ახლა დედის მკურნალი, თუმცა სანუგეშოდ ასეთი ხანმოკლე ცხოვრებისა, თორნიკემ შეძლო დიდი სიყვარული და სახელი დაეტოვებინა ხალხისა და სკოლისათვის.

გემშვიდობებით ჩვენო ალალ-მართალო, კეთილო ბიჭო, განისვენე მშვიდად!" - ნათქვამია ჭანჭათის საჯარო სკოლის სამძიმრის წერილში.

თორნიკე ტარიელაძეს სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან ახლობლები.

"არც კი ვიცი რა დავწერო, ჯერ კიდევ გუშინ მომავალს გეგმავდი... ეს რა გაგვიკეთე, გაგვანადგურე...

ზოგი ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ მის გარეშე სამყარო ცარიელდება… ჩემი ძმაკაცი, საუკეთოსო მეგობარი, ჩემი პატარა, სწორედ ისეთი ადამიანი იყო, რომლის გამოც ცხოვრებამ ფერი დაკარგა. სავსე სიკეთით, სითბოთი და სიყვარულით. დიდი ტკივილია შენი წასვლა ჩემო პატარა ღიმიალანო ბიჭო. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ მძიმე დანაკარგს. სიტყვები უძლურია ამ ტკივილის შესამსუბუქებლად. გისურვებთ ძალას და სიმტკიცეს. ნათელში იყოს მისი სული.

მგონია, გული გამისკდება, ახლა არც მჯერა..." - წერენ დაღუპულის ახლობლები.