⭕ ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა! – გაფრთხილება ამინდის შესახებ
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.
ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო).