უბედური შემთხვევა დიღომში - რა გახდა 25 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი?

Dec 22, 2025 - 11:47
 2.2k
უბედური შემთხვევა დიღომში - რა გახდა 25 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი?

თბილისში, დიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

კაცი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.