ვიდეო რომელიც აგატირებთ, “დაბადების დღეს გილოცავ, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები" - როგორ ულოცავს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ელის-მარია (ვიდეო)
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. სოციალურ ქსელში, სააკაშვილის გვერდზე კი გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უმზადებს სიურპრიზს დაბადების დღესთან დაკავშირებით მას შვილი, ელის-მარია სააკაშვილი.
"დაბადების დღეს გილოცავ, მამიკო. მე შენთვის სიურპრიზს ვამზადებ", - ამბობს ალისა და როგორც ვიდეოში ვხედავთ, საკუთარი ხელით ხატავს და მისალოც ბარათს ამზადებს.
ალისა ხატავს გულს და ამბობს - "ეს ნიშნავს, რომ მე შენ მიყვარხარ და მენატრები".