“მიტოვებულ შენობაში იპოვეს, ქუ­ჩა­ში იყო დაგ­დე­ბუ­ლი, ძვლე­ბი აქ­ვსო დამ­ტვრე­უ­ლი...“ - ახალი დეტალები დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის შესახებ

Dec 13, 2025 - 11:42
 516
“მიტოვებულ შენობაში იპოვეს, ქუ­ჩა­ში იყო დაგ­დე­ბუ­ლი, ძვლე­ბი აქ­ვსო დამ­ტვრე­უ­ლი...“ - ახალი დეტალები დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის შესახებ

თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია ის არის 29 წლის სერ­გი შტა­ა­ძე, ახალ­გაზ­რდა ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბრი­ლი­დან.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 29 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში იპო­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ამო­ი­ღეს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი და ამის შემ­დეგ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში იპო­ვეს სერ­გი შტა­ა­ძის ცხე­და­რი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ად­გილ­ზე ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მა­მა­კაცს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. იმა­ვეს აცხა­დე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. რო­გორც “ტვ პირ­ვე­ლი“ აცხა­დებს, მათ­თან სა­უ­ბარ­ში ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ცხე­და­რი დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და ცხე­დარს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მარ­თლაც აღე­ნიშ­ნე­ბა.

“3 დღე ეძებ­დნენ... გუ­შინ იყო პო­ლი­ცია, დი­ლა­უ­თე­ნია გა­ას­ვე­ნეს... ქუ­ჩა­ში იყო დაგ­დე­ბუ­ლი, ძვლე­ბი აქ­ვსო დამ­ტვრე­უ­ლი,“ - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ში უთხრეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.მა­მა­კა­ცი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო და მას ახ­ლობ­ლე­ბი ეძებ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი მშობ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო.