ვრცელდება შემზარავი კადრები - მამაკაცს მეხი მაშინ დაეცა, როცა მეგობრებს ვიდეოს უღებდა
ოჰაიოში გოლფის მოთამაშე მეხის დარტყმას სასწაულებრივად გადაურჩა. კრის სკიავონემ საშიში მომენტი თავად გადაიღო.
შემთხვევა პარასკევს, ცინცინატის მახლობლად, Pebble Creek-ის გოლფის მოედანზე მოხდა. სკიავონე მეგობრებთან ერთად თამაშობდა, როდესაც მოედანზე ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო. ამინდის გაუარესების გამო მათი გოლფის ეტლი ტალახში გაიჭედა და მეგობრები მის გათავისუფლებას ცდილობდნენ.
სკიავონემ ტელეფონი ამოიღო და მათი გადაღება დაიწყო. სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევა - კადრებში ჩანს, როგორ გაიელვა მის გვერდით. დარტყმის შედეგად მამაკაცი მიწაზე დაეცა.
სკიავონეს თქმით, ინციდენტის შემდეგ სხეულში მგრძნობელობა დროებით დაკარგა და სმენაც დაუქვეითდა. მიუხედავად ძლიერი დარტყმისა, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია და ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია.
მოთამაშემ შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. კადრები მალევე ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა ნახა