ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი კათოლიკოს პატრიარქი მართვით სუნთქვაზეა - ექიმის თქმით, მდგომარეობა არასტაბილურია

Mar 17, 2026 - 10:49
 322
ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი კათოლიკოს პატრიარქი მართვით სუნთქვაზეა - ექიმის თქმით, მდგომარეობა არასტაბილურია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა - ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობა, ეს არის ინტუბირებულ მდგომარეობაში", - აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო ასპანიძე.

საქართველოს პატრიარქის მდგომარეობა ღამით დამძიმდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.