პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს ავრცელებს - რა ჩანს ვიდეოში? (ვიდეო)

Feb 17, 2026 - 12:54
 512
პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს ავრცელებს - რა ჩანს ვიდეოში? (ვიდეო)

თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა.

მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.

"ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.