დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად – ექიმის რეკომენდაცია რომელიც აქამდე არავინ იცოდა

Feb 16, 2026 - 15:53
 531
დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად – ექიმის რეკომენდაცია რომელიც აქამდე არავინ იცოდა

კვლევებზე დაყრდნობით, დერმატოლოგი ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

მისი თქმით, ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.   ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან – 73%, პოლი-გაუჯერებელი – 11%, გაჯერებული ცხიმები – 14%.

„არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.

ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა “ძლიერი შეწვა”.

მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“