გიგა ავალიანის დედა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, ახლახანს გავრცელდა კადრები

Feb 10, 2026 - 15:45
Feb 10, 2026 - 15:49
 6.5k
გიგა ავალიანის დედა პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, ახლახანს გავრცელდა კადრები

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძე პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება.

"პროკურატურავ მადლობა!!! აი, რა მაყვირებდაააა!!! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები!!!!! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში?!" - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.

უწყებამ კადრებიც გაავრცელა.