სად გაქრა სანდრა რულოვსი, როგორ გამოიყურება ახლა და რა სიახლეა მის ცხოვრებაში? – ნახეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება ყოფილ ფირველ ლედიზე, ნახეთ ახალი ფოტოები

ოქტ 12, 2025 - 15:29
 1.1k
სად გაქრა სანდრა რულოვსი, როგორ გამოიყურება ახლა და რა სიახლეა მის ცხოვრებაში? – ნახეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება ყოფილ ფირველ ლედიზე, ნახეთ ახალი ფოტოები

“ორი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და მა­ნამ, სა­ნამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­მეძ­ლო მი­შას მო­ნა­ხუ­ლე­ბა. დღეს შედ­გა ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი. ვუ­სურ­ვებ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ”, – ეს სიტყვები დაწერა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა 2023 წლის 26 სექ­ტემ­ბერს. რითაც დაადასტურა, რომ ექ­სპრე­ზი­დენტთან ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო დაშორებული.

მას შემ­დეგ, რუ­ლოვ­სი საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩნდება და სოციალურ ქსელებშიც ნაკლებად აქტიურობს.

მისი ფოტოები მოწმობს, რომ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა.

სად გაქ­რა სან­დრა რუ­ლოვ­სი და რა­ტომ აღარ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში? – Ambebi.ge ამ თე­მით და­ინ­ტე­რეს­და.

გამოცემას წყარო უყვება, რომ რუ­ლოვ­სის იმი­ჯის შეც­ვლა მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ სი­ახ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა – მას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი აქვს და თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

სან­დრა სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი, ამა­ზე თბი­ლის­ში უკვე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, თა­ვად არ სურს ამ ეტაპ­ზე, რომ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­როს. არსებული ცნობით, მისი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი არ არის.