"უფასოა, 100%-ით ფინანსდება, არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევთ" - ვინ მიიღებს სრულ დაფინანსებას თბილისის მერიისგან? (ვიდეო)

Dec 10, 2025 - 12:38
 976
"უფასოა, 100%-ით ფინანსდება, არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევთ" - ვინ მიიღებს სრულ დაფინანსებას თბილისის მერიისგან? (ვიდეო)

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამით, სამი თვის განმავლობაში, უკვე 129 მოქალაქემ ისარგებლა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი.