ამას ვერავინ იფიქრებდა, რა თქვა მერაბ დვალიშვილმა წაგების შემდეგ? - "მე თავის გამართლებას არ ვაპირებ..."

Dec 7, 2025 - 11:59
 2k
ამას ვერავინ იფიქრებდა, რა თქვა მერაბ დვალიშვილმა წაგების შემდეგ? - "მე თავის გამართლებას არ ვაპირებ..."

UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

"მე ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა. ვეცადე შოუ შემექმნა, თუმცა ბრძოლა წავაგე. ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ მე რემატჩი მინდა. ის დღეს უკეთესი იყო.

მე თავის გამართლებას არ ვაპირებ. ვცადე განსხვავებულად მებრძოლა. ყველა ბედნიერია - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მსურდა მასთან დგომში მებრძოლა და დღეს იანი უკეთესი იყო" - თქვა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ.