მოკლული გიგა ავალიანის დედა საქმის სკანდალურ დეტალებზე საუბრობს - "კამერის წინ 7-წუთიანი ინტერვალით გაიარეს, 20-წამიანი ვიდეოა, სად არის დანარჩენი 3 წუთი?!"

Nov 27, 2025 - 16:44
 179
მოკლული გიგა ავალიანის დედა საქმის სკანდალურ დეტალებზე საუბრობს - "კამერის წინ 7-წუთიანი ინტერვალით გაიარეს, 20-წამიანი ვიდეოა, სად არის დანარჩენი 3 წუთი?!"

28 წლის ექიმი და მასწავლებელი გიგა ავალიანი 23-დღიანი კომის შემდეგ 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ექიმის სიცოცხლე, მოზარდების სისასტიკეს ემსხვერპლა.

გიგა ავალიანის ოჯახი მოზარდებისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, რადგან მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრულყოფილი - კლინიკაში შესვლის დროს ექიმებს ყველა დაზიანება სრულად არ აღუწერიათ.

რეკონსტრუქციის კადრები აღებულია ტელეკომპანია "ფორმულას" სიუჟეტიდან.