კიდევ ერთი ახალი გადაწყვეტილება ხდება ცნობილი , "მსურს, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელსაც დღეიდან ავამოქმედებთ" - კახა კალაძე (ვიდეო)
დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, ვიდრე შენაძენს გააკეთებენ და ფინანსურად არ დაზარალდნენ