"დაღუპულია 11 და დაშავებულია 2 ადამიანი - რკინიგზის მუშების ჯგუფს მატარებელი შეეჯახა - ტრაგედიის დეტალები , ვრცელდება ვიდეო კადრები
ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ კუნმინში მიწისძვრის დასაფიქსირებელ მოწყობილობას ამოწმებდა, როდესაც მუშებს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.