ახლახანს ხდება ცნობილი რომ.. სასწრაფოდ საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს, ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

Nov 26, 2025 - 17:59
Nov 26, 2025 - 17:59
 7.9k
ახლახანს ხდება ცნობილი რომ.. სასწრაფოდ საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს, ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

“კერ­ძო სკო­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ 12-წლი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და რაც შე­ე­ხე­ბათ სა­ჯა­რო სკო­ლებს, აქაც, თუ ვინ­მეს ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, გა­ი­ა­როს მე­თორ­მე­ტე კლა­სი იმის­თვის, რომ გა­ნაგ­რძოს სწავ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ, ამის­თვის სპეცკ­ლა­სე­ბი შე­იქ­მნე­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის, თბი­ლის­ში გვინ­და, თი­თო­ე­ულ რა­ი­ონ­ში შევ­ქმნათ შე­სა­ბა­მი­სი სპეც კლა­სე­ბი“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მას ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით უს­მე­ნენ.

  • მისი თქმით, სპე­კუ­ლა­ცი­აა, გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და ხე­ლოვ­ნუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნას ბავ­შვე­ბის­თვის, რად­გან ყვე­ლას ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შე­წყო­ბა, ვი­საც პირ­ვე­ლი კურ­სი­დან სწავ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­რძე­ლე­ბა სურს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ძი­რი­თად უპი­რა­ტე­სო­ბებს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 12 წლი­ა­ნი­დან 11 წლი­ან სწავ­ლე­ბის მო­დელ­ზე გა­დას­ვლას­თან. პირ­ველ რიგ­ში, რო­დე­საც ამა­ზე მსჯე­ლო­ბა და­ვი­წყეთ, კი­თხვა და­ვუს­ვი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა 11 წე­ლი­წად­ში და ამა­ზე სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე, რე­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და, რომ 11 წე­ლი­წად­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამის შემ­დეგ და­ის­ვა მარ­ტი­ვი შე­კი­თხვა - თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ტომ უნდა ის­წავ­ლოს მოს­წავ­ლემ 12 წელი?

ხან­გრძლი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბას ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. აქაც და­მა­ტე­ბით გე­მა­ტე­ბა 30-40 ათა­სი სა­მუ­შაო ძალა, რაც ეკო­ნო­მი­კის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, ვი­ცით რაც არის არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა - რე­ა­ლუ­რად, არა თუ მე­თორ­მე­ტე კლას­ში, მე­თერ­თმე­ტე კლას­შიც კი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ერ­თოდ არ და­დი­ან სკო­ლა­ში. ბოლო კლა­სე­ბის პროგ­რა­მა სა­ერ­თოდ არ არის თავ­სე­ბა­დი მი­სა­ღე­ბის გა­მოც­დე­ბის ში­ნა­არსთან, შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლეს ურ­ჩევ­ნია, სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად, მო­ემ­ზა­დოს რე­პე­ტი­ტორ­თან ან სახ­ლში და ჩა­ა­ბა­როს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და. რა თქმა უნდა, ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს, უნდა გა­და­ი­ხე­დოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სი და ბოლო წლის პროგ­რა­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს მორ­გე­ბუ­ლი მი­სა­ღე­ბის გა­მოც­დე­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე და ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ. ამას­თან თუ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის 12 წელი სწავ­ლა, ჯო­ბია გა­და­ვი­დეთ 11 წე­ლი­წად­ზე. ერ­თა­დერ­თი, რაც ოპო­ნენ­ტებ­მა და­უ­პი­რის­პი­რეს ამ გზავ­ნილს, იყო ის, რომ 11 -წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ სა­ზღვარ­გა­რეთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. რო­დე­საც პირ­ვე­ლი კურ­სი­დან მი­დის ბავ­შვი სას­წავ­ლებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ, მათი უდი­დე­სი ნა­წი­ლი აღარ ბრუნ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ამი­ტომ მი­ნუ­სი მეტი აქვს სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას, ვიდ­რე პლუ­სი. თუ ვინ­მეს სურს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, აქაც იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი შექ­მნი­ლი. პირ­ვე­ლი, ეს მო­თხოვ­ნა არ შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სკო­ლებს და კერ­ძო სკო­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ 12-წლი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და მე­ო­რე, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლებს, აქაც თუ ვინ­მეს ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, გა­ი­ა­როს მე­თორ­მე­ტე კლა­სი იმის­თვის, რომ გა­ნაგ­რძოს სწავ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ, ამის­თვის სპეც კლა­სე­ბი შე­იქ­მნე­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში გვინ­და, თი­თო­ე­ულ რა­ი­ონ­ში შევ­ქმნათ შე­სა­ბა­მი­სი სპეც კლა­სე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ვინ­მეს ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, და­ამ­თავ­როს მე­თორ­მე­ტე კლა­სი და გა­ნაგ­რძოს პირ­ვე­ლი კურ­სი­დან სწავ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ, ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩანს, რომ მთლი­ა­ნად სპე­კუ­ლა­ცი­უ­რია ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და ხე­ლოვ­ნუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნას ბავ­შვე­ბის­თვის.“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.