რამხელა ტრაგედიააა, ცნობილია 22 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც თელავში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, ვრცელდება ავარიის კადრები
თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შეემთხვა გვიან ღამით სოფელ რუისპირში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ქვეითი ადგილზე დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება.
დაღუპულ ნოდარ სეთურიძეს მეგობრები ემშვიდობებიან:
“ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო. თან წაიღე ჩემი გული. საშინელებაა რომ ვეღარ გნახავ როცა ჩამოვალ.
ყოველთვის მომენატრები და ჩემი დანაკლისი იქნები მთელი ცხოვრება. შენს ლამაზ სულს ვენაცვალე და ღმერთმა ნათელში გამყოფოს. შევხვდებით იმიერში.
მიყვარხარ და დიდი ტკივილი ხარ, ჩემო ალალო სუფთა ადამიანო,“ - წერს ნიკა ბაიდოშვილი.