ზუგდიდში, 21 წლის ქალზე ძალადობისთვის, ქმარსა და მამამთილს პატიმრობა შეეფარდათ, რა ახალი დეტალები ირკვევა ? (ვიდეო)

Nov 21, 2025 - 13:50
Nov 21, 2025 - 13:55
 1.8k
ზუგდიდში, 21 წლის ქალზე ძალადობისთვის, ქმარსა და მამამთილს პატიმრობა შეეფარდათ, რა ახალი დეტალები ირკვევა ? (ვიდეო)

ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ქმარსა და მამამთილს აღკვეთის ღონისძიების სახით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს გამოძიება სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე წარედგინათ, რაც კანონის მიხედვით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ,ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობისთვის მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს. ახალგაზრდა ქალი ამბობდა, რომ მეუღლემ და მეუღლის მამამ მასზე არასრულწლოვანი შვილისა და დედამთილის თვალწინ იძალადეს. დედამთილი ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ქალმა დაზიანებები მანქანიდან გადმოსვლის დროს მიიღო.