"ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი მისი ქალიშვილის და სოფო ნიჟრაძის დიალოგს ასაჯაროვებს

Nov 20, 2025 - 23:40
 2.2k
"ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი მისი ქალიშვილის და სოფო ნიჟრაძის დიალოგს ასაჯაროვებს

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი ქალიშვილის, ელის მარიასა და სოფო ნიჟარაძის დიალოგს ასაჯაროებს:

"ალისა ეუბნება სოფოს - მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებ-შებმული მარხილით როგორ დაფრინავს? ირმები ხომ არ დაფრინავენ.

ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა - პასუხობს სოფოკი

მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?

სოფო - მუშაობს

ალისა - ხოდა მინდა ვიცოდე ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს ისეთს რომ ამდენის დარიგება შეუძლია?

ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს" - წერს მიხეილ სააკაშვილი.