რას ჰყვება დედამთილი რძალზე, რომელიც ამბობს, რომ ქმარმა და მამამთილმა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს - "ამ მიზანს, რომ ვერ მიაღწია, შეთხზა ასეთი რაღაცები"
ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს.
თამარ ბულია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს.
ახალგაზრდა ქალს დაზიანებების კვალი ეტყობა. ქალი ამბობს, რომ ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.
დედამთილი რძლის ბრალდებებს უარყოფს.