ვაიმეე ღმერთოო, სამწუხარო ინფორმაცია რომელიც ახლახანს ვრცელდება "თავის ტვინში ხელახლა განვითარდა ახალი სიმსივნური წარმონაქმნები, მარტა ბარამიძე სამწუხაროდ
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტა ბარამიძეს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტ "მასტერშეფიდან" და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
როგორც მარტა ბარამიძის ახლობელი ამბობს, მარტას თავის ტვინში, სადაც ზაფხულში ჰქონდა ამოკვეთილი სიმსივნური წარმონაქმნები, ხელახლა განვითარდა ახალი წარმონაქმნები და პერიოდულად სკდება ზოგი, რის შედეგადაც გონებას კარგავს.
"(მე მედიცინაში ვერ ვერკვევი. გოგო ძლივს ლაპარაკობდა და მხოლოდ ის დავწერე, რაც შეძლო და ამიხსნა. გასაგებია, რომ სამედიცინო ენაზე აბდაუბდა დიაგნოზი გამომივიდა. როცა კომპეტენტური ადამიანი ნახავს და სწორ დიაგნოზს დაგვიწერს, ყველაფერს გადავაკეთებთ და ფორმა 100-საც დავურთავთ, როგორც კი შესაძლებლობა იქნება.გასაგებია, რომ ჩემი წერა სამედიცინო სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანები ხომ უნდა მოეკითხათ და დახმარებოდნენ. უცებ მიმალანძღეს, ვითომ სპეციალურად აბდაუბდა დიაგნოზი დავწერეო!
პირველ რიგში, გადავარჩინოთ ბავშვი და შემდეგ უკვე სწორ დიაგნოზსაც დავაწერთ. უცებ ისე დამესივდნენ, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე…პოსტს რა თქმა უნდა უცვლელად ვტოვებ).
ჰემანგიომა ტუჩიდან გავრცელდა ჰაიმორის ღრუში, სადაც ჩამოყალიბდა 4 სმ-იანი ავთვისებიანი კისტა. ასევე, თავის ტვინში, სადაც ზაფხულში ჰქონდა ამოკვეთილი სიმსივნური წარმონაქმნები, ხელახლა განვითარდა ახალი წარმონაქმნები. პერიოდულად სკდება ზოგი, რის შედეგადაც გონებას კარგავს.
კლინიკაშია, ლისთან, მესამე დღეა. მიდით ჩაეხუტეთ, გაამხიარულეთ. რომ ველაპარაკე, არ ვიცი რატომ ვიბრძოლოო და მიდით და გაახსენეთ, რომ სამყარო ლამაზია და უნდა იცოცხლოს! გაახსენეთ და გაახარეთ. სითბო და სიყვარული მიუტანეთ.
სასწრაფოდ არის თანხების მობილიზება საჭირო, რომ თურქეთში ან საფრანგეთში ვუმკურნალოთ.