ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არის მსხვერპლი: რა დეტალები ხდება ცნობილი?

Sep 13, 2026 - 11:58
 778
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არის მსხვერპლი: რა დეტალები ხდება ცნობილი?

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოტოციკლი ამოყირავდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო