ახალი გადაწყვეტილება, როდის დამთავრდება სკოლებში პირველი სემესტრი – ვრცელდება ახალი თარიღები
საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს, ორშაბათს, დასრულდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს.
30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით კი ზამთრის არდადეგები იქნება.
სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.
თამარ იაკობაშვილი