"ეს დღეს გავიგე" - რა ახალ დეტალზე საუბრობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი? (ვიდეო)

Jul 17, 2026 - 12:27
 3.2k
"ეს დღეს გავიგე" - რა ახალ დეტალზე საუბრობს გორში, ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი? (ვიდეო)

"დღეს გავიგე რევაზ ელიზბარაშვილი სამი თვის წინ ისეთი სისწრაფით გადაადგილდებოდა პატრული გამოეკიდა ,არ დაემორჩილა სანამ გზა არ გადაუკეტეს უგონო მთვრალი იყოო საბუთები რომ მოსთხოვეს მანქანის უკანა ფანჯრები ჩაიწია სუს- ის თანამშრომლები ისხდნენ და ვის უბედავ სამსახურიდან გაა*ვამო! აი, ასეა ! ქვეყანა, სადაც კანონი არ მოქმედებს ძალოვანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, პარტიულ აქტივზე!

ვინც იმ მანქანაში ისხედით ყველა მკვლელები ხართ ჩემი ანის და მართასი! არ მაინტერესებს გამოიძიონ, ვინ ისხდნენ იმ მანქანაში და მინიმუმ სამსახური დაკარგონ კი არა ციხეში უნდა გაუშვან. სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის! სკოლის ოროსნებით და გონებაჩლუნგებით რომ გაავსეთ სამსახურები! აი რა ქნას პატრულის უბრალო ინსპექტორმა რა დღეში აგდებენ?" - წერს გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 15 ივლისს შეუფარდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.