ვაიმე ეს რა ვნახე "ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს" - რა ჩანს კადრებში? (ვიდეო)
"მძღოლი, რომელმაც გორში დედა-შვილს სიცოცხლე მოუსპო, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში მარტო არ იმყოფებოდა - მასთან ერთად, წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
კადრებში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ, ავარიის გამომწვევი ავტომობილის მარჯვენა მხრიდან არასრულწლოვანი გადმოდის და ავტომობილის მარცხენა მხარისკენ მიემართება. თითქმის იმავე დროს კადრში ჩნდება შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, ხოლო რამდენიმე წამში ავტომობილის მარცხენა მხრიდან მეორე არასრულწლოვანიც გადმოდის. ორივე არასრულწლოვანი აღნიშნულ მამაკაცს მიჰყვება.
მოგვიანებით, კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სხვა პირებს, სავარაუდოდ სამართალდამცველებს, გაჰყავთ.
ვიდეოჩანაწერი არ ასახავს თავად შეჯახების მომენტს და მისი გამოქვეყნების მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გარემოებების ჩვენებაა. ვიდეოში გარკვეული მონაკვეთები განზრახ არის დაბლარული" - ნათქვამია ტელეკომპანია "თრიალეთის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.