"არავინ გაბედოს" შემსუბუქება", არავინ გაგვიბედოს! გიგა ავალიანის დედა მოგონებად დაგრჩებათ!" - დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

Jul 15, 2026 - 19:50
 299
"არავინ გაბედოს" შემსუბუქება", არავინ გაგვიბედოს! გიგა ავალიანის დედა მოგონებად დაგრჩებათ!" - დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

გორში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ქვეითი დედა-შვილის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში, იმ პირის შესახებ წერს, რომელიც საჭერს მართავდა:

"არავინ გაბედოს" შემსუბუქება"...არავინ გაგვიბედოს! გიგა ავალიანის დედა მოგონებად დაგრჩებათ! უვადოდ უნდა ჩაჯდეს ეს გარეწარი ციხეში, იქ უნდა დალპეს! ანას და მართას სიკვდილი იყოს ბოლო წვეთი... გაამკაცრეთ კანონი! დაიხოცა ქვეყანა! ეს არის რეზო ელიზბარაშვილი!" - წერს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის გორ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს ტრაგედია დატრიალდა. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.