ახალი დეტალები ხდება ცნობილი "პირობითი ჰქონდა, მთვრალი იყო, გზაზე მიატოვა.." - გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახი უმკაცრეს სასჯელს მოითხოვს (ვიდეო)
"პირობითი ჰქონდა მთვრალი მართავდა მანქანას ... მიატოვა ... მაგას უვადო ეკუთვნის" - გორში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახი უმკაცრეს სასჯელს მოითხოვს.
მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 35 წლის კაცს ბრალს დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
სატელეფონო ჩანაწერი - "Tv პირველი"