ვრცელდება ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, გადაღებული ვიდეოჩანაწერი, როგორ გადაადგილდება დიდი სიჩქარით ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს ტრაგედოა დატრიალდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია ტრაგედიამდე 35 წამით ადრე ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობა. ვიდეოს ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.
კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვეულებრივი სიჩქარით.
22:10:07-ზე კი კადრში დიდი სიჩქრით შემოდის ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა