"აივანზე გაათრია და დანით, დაახლოებით, 24 ჭრილობა მიაყენა... 29 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა“ ის ყოფილმა პარტნიორმა მოკლა (ვიდეო)

ოქტ 16, 2025 - 12:32
 2.1k
"აივანზე გაათრია და დანით, დაახლოებით, 24 ჭრილობა მიაყენა... 29 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა“ ის ყოფილმა პარტნიორმა მოკლა (ვიდეო)

მილანში, 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი მისმა ყოფილმა პარტნიორმა, 52 წლის ბიზნესმენმა, ჯანლუკა სონჩინმა მოკლა.

იტალიური მედიის ცნობით, სასტიკი მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. კაცმა ქალს დანით 24 ჭრილობა მიაყენა.

ფემიციდი პამელას სახლის აივანზე მოხდა. მეზობელებმა ყველაფერი დაინახეს და გაიგეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"კაცმა ქალი აივანზე გაათრია და დანით, დაახლოებით 24 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, - წერს ადგილობრივი მედია.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ჯანლუკა სონჩინმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.