ახლახანს ამას ვინ იფიქრებდა საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენთვის ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების შესახებ, სამი მონასტრის (წმინდა იაკობის სახელობის მონასტრის - ოკლაჰომის შტატიდან, წმინდა ნინოსა და სულიწმინდის სახელობის მონასტრების - მერილენდიდან) სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ.
მისი ყოვლადუსამღვდელოესის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) მიერ, ჩვენდამი მოწერილი ახსნა-განმარტებითი მოხსენებით ცნობილია, რომ იღუმენები გასულ წელს განკვეთილი არიან სამღვდელო ხარისხიდან, ხოლო იღუმენია გადაყენებულ იქნა წინამძღვრობიდან, მონასტრის წევრებს კი აეკრძალათ წმინდა ზიარება „იმ მრავალი კანონიკური დანაშაულის გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს ეკლესიის წინაშე“ (ნათქვამია წერილში). ყოველივე ამის შესახებ თავის დროზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) წერილობით აცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-საც. დამატებით, მის მიერ ამა წლის 21 მარტს გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ეს პიროვნებები თავს წარმოაჩენენ, რომ თითქოს ისინი არიან საქ. საპატრიარქოს სტავროპიგიალური მონასტრების წინამძღვრები და წევრები.
სიცხადისთვის ყველა დაინტერესებულ მხარეს ვაცნობებთ, რომ, გარდა მათზე დაკისრებული სასჯელისა, რაც გვეცნობა ეპისკოპოს საბასგან (ინწკირველი), ზემოთ ნახსენები მონასტრები არ არიან სტავროპიგიალური მონასტრები და არ ექვემდებარებიან საქართველოს საპატრიარქოს" - ნათქვამია განცხადებაში.