ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, შემთხვევას მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, სად მოხდა შემთხვევა? (ვიდეო)

Mar 29, 2026 - 14:27
 3.2k
ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, შემთხვევას მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, სად მოხდა შემთხვევა? (ვიდეო)

მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – თექირდაღში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და რძის გადამზიდი ცისტერნა შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 4-ვე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ისინი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალნენ.

შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება